LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

105

ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის შემდეგ, თბილისის საქლაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა  მიუსაჯა.

სასჯელის დანიშვნის სხდომა ნაფიც მსაჯულთა გარეშე ჩატარდა. პროკურატურა მომხრე იყო სასჯელის განსაზღვრა მასჯულების მონაწილეობით მომხდარიყო, თუმცა,  დაცვის მხარე აღნიშნულს არ დაეთანხმა.

ოჯახურ დანაშაულში, კერძოდ, წინასწარი შეცნობით დამამძიმებელ გარემოებებში, მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ნაფიცმა მსაჯულებმა ორი დღის წინ, დამნაშავედ ცნეს.

12-მა ნაფიცმა მსაჯულმა გმამტყუნებელი ვერდიქტი, სათათბიროდ განკუთვნილ პირველივე სამ საათში- 2 საათსა და 35 წუთში, ერთხმად მიიღო.

საქმე ეხება 2015 წლის 19 დეკემბერს, თბილისში მომხდარ მამა-შვილის  მკვლელობის ფაქტს.

მომხდარზე 25 წლის მაგდა პაპიძე, მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წაუყენეს, რაც განზრახ მკვლელობას, დამამძიმებელ გარემოებებში გულისმობს.

პაპიძე დანაშაულის ჩადენას არ აღიარებს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ბრალდებულმა თავად აირჩია.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა არსებითი განხილვის 16 სხდომა, დაიკითხა ბრალდების 57 მოწმე, მათ შორის თავად ბრალდებული და დაცვის 2 მოწმე.

magti 5g