LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგდა პაპიძის დედა არ გამორიცხავს, რომ მკვლელობა ოთარ ბერძენიშვილმა ჩაიდინა

265

მაგდა პაპიძის დედას მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი ვერსია აქვს – ლია შამუგია არ გამორიცხავს, რომ მისი სიძე და შვილიშვილი ოთარ ბერძენიშვილის მოკლული იყოს, ამის შესახებ მან პაპიძის წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“მაქვს ვერსია, რომ არ არის გამორიცხული, ეს ოთარ ბერძენიშვილმა ჩაიდინა. ეს შეიძლება ყოფილიყო ბერძენიშვილი, რადგან პროკურორი ამბობს, რომ პირველი ზარი ოთარისგანაა შესული. მე პირველივე დღეს ვკითხე, თქვენთან ვინ დარეკა, პირველი ზარი ვისი იყო. პროკურორმა თქვა, რომ ეს იყო ოთარ ბერძენიშვილი. მან მიაწოდა ინფორმაცია, რომ მკვლელობა მოხდა. როცა მაგდა პოლიციამ წაიყვანა, დაინახეს, რომ ის კაცი იმ დროს უბანში იყო, თუმცა პროკურორებმა მითხრეს, რომ ოთარ ბერძენიშვილი სხვაგან, ოჯახის წევრებთან დააფიქსირეს. ხელს ვერავის დავადებ, თუმცა ეს ყველაფერი საეჭვოდ ჟღერს”, – განაცხადა ლიანა შამუგიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g