მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალ სიტყვას წარმოსთქვამენ, დღესვე, შესაძლოა, განცხადება გააკეთოს თავად ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ საქმეზე ნაფიცი მსაჯულები სწრაფად და ეფექტურად შეირჩნენ.
„ბუნებრივია შევარჩიეთ ის ნაფიცი მსაჯულები, რომლებიც მივიჩნეთ, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე არ იყვნენ დაინტერესებულნი საქმის კონკრეტული შედეგით. იმედია ისინი მოისმენენ იმ მტკიცებულებებს, რომელიც წარდგენილი იქნება და მიიღებენ ობიექტურ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ.
საქმის არსებითი განხილვა 13 ივნისს დაიწყება.