„ჩემს შვილს ერთადერთი უდანაშაულო მამა მოუკლეს უკრაინაში ამ დამპალმა და ვერაგმა ხალხმა… მეზიზღებით!!! დატოვეს მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა მამა…“, წერს მომღერალი მაგდა ვასაძე.
fortuna.ge მომღერალს პირადად დაუკავშირდა და ჰკითხა მომხდარი ტრაგედიის შესახებ.
მაგდა ვასაძე:
„ჩემი ყოფილი მეუღლე, ასლან ბოლქვაძე უკრაინაში ცხოვრობს ბოლო 10 წელია. პანდემიის გამო ლუკა დიდი ხანია, ვერ ნახა… რაც ომი დაიწყო, ყოველდღე ვეკონტაქტებოდით. დღისით ბუნკერში იმალებოდნენ, ღამით – სახლში. გუშინ გავიგეთ, რომ მენჯში დაჭრეს და ბევრი სისხლი დაკარგა. მთელი ღამე უკრაინაში ჩვენს საელჩოსთან ხაზზე ვიყავით. შეძლებისდაგვარად გვაწვდიდნენ ინფორმაციას. სისხლს ვერ შოულობდნენ. ბოლოს მიუტანეს და ჰემოგლობინი აეწია. გვიხაროდა… მაგრამ დილით გვაცნობეს, რომ აღარ არის…“