LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები სტაჟირებას ენერგეტიკულ კომპანიებში გაივლიან

124
01

ხუთი სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები, შემდგომი დასაქმების უფლებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მართვაში არსებულ ენერგეტიკულ კომპანიებში ერთწლიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.

შესაბამის მემორანდუმს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ და პროგრამაში ჩართული უნივერსიტეტების რექტორებმა მოაწერეს.

ენერგეტიკული კომპანიების სპეციფიკის გათვალისწინებით, ენერგეტიკულის გარდა, სტაჟირების პროგრამა სამართლისა და ბიზნესადმინისტრირების მიმართულებებსაც მოიცავს .

პროგრამაში მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

mazda magti 5g