LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღალი ფასები ყველაზე მტკივნეულია გაჭირვებული მოსახლეობისთვის, მაგრამ ეს არის ერთჯერადი პრობლემა: ნათია თურნავა

83
ნათიაა თურნავა

თუ შევადარებთ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მდგომარეობას 10 ან 20 წლის წინანდელ ნიშნულს, პროგრესი სახეზეა, ამაზე ციფრები და სხვადასხვა შეფასებაც მეტყველებს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნულ პროგრესზე ისიც მეტყველებს, რომ საერთაშორისო რუკაზე ძალიან ბევრი მიმართულება აღმოჩნდა, რაც მოსახლეობისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

„სიღარიბე არის გამოწვევა, რომლის წინაშეც საქართველო დღეს არ დამდგარა. პანდემიამ თავისი მნიშვნელოვანი უარყოფითი დაღი დაასვა ამას.” – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

მისი განაცხადებით, სიღარიბე არის მთელ პოსტსაბჭოთა პერიოდში, უახლოესი ისტორიის მანძილზე სხვადასხვა გარემოების გამძაფრებული და გამოწვეული პრობლემა. დაწყებული სტრუქტურული პრობლემებით, დამთავრებული შიდა პოლიტიკური არეულობით და ომებით.

“საკმაოდ რთული ისტორია განვლო ბოლო რამდენიმე ათეულ წელიწადში საქართველომ და ამან თავისი დაღი დაასვა ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას.” – აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრი.

მისი თქმით, ეს პრობლემა ვერ დაიძლეოდა ვერც 10 და ვერც 20 წელიწადში, მაგრამ მთავარია ტენდენცია და ჩვენი ერთგულება სიღარიბის დაძლევის ამოცანის გადაწყვეტის მიმართ.

ეკონომიკის მინისტრმა გაზრდილ ფასებზე ისაუბრა და აღნიშნა,  რომ ეს პრობლემა გაჭირვებულ მოსახლეობას განსაკუთრებით აწუხებს.

„მაღალი ფასები ყველაზე მტკივნეულია გაჭირვებული მოსახლეობისთვის, მაგრამ ეს არის ერთჯერადი პრობლემა. წინა წლებში ფასებისა და ინფლაციის პრობლემა გლობალურად არ იყო ნომერ პირველი პრობლემა. კი, ყოველთვის ვამბობდით, რომ სიღარიბის პრობლემა არსებობს, მაგრამ ინფლაცია არასდროს იყო პრობლემა. თუ გადავხედავთ, ბოლო ათწლეულს საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 3-4% იყო, რაც ევროპული დონეა. ეს პრობლემა 2020 წელს გაჩნდა და 2021 წელს გამძაფრდა, რადგან პანდემიამ მოიტანა, სხვა რა მოხდა განსხვავებული ისეთი, რაც წინა ათწლეულში მოხდა?“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g