საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს გაანცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
სოციალურ ქსელში გახარიას დაბრუნებას ბევრი აღფრთოვანებით შეხვდა. რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთებიც ვინც სკეპტიკურად განეწყო მისი დაბრუნების მიმართ და ამბობენ, რომ „ქართული ოცნება 2“ ბრუნდება.
სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა შეფმზარეული, მერიკო გუბელაძე და სოციალურ ქსელში წერს.
„მივხვდი, რატომ მოსწონთ გახარია:
მაღალია, არ აქვს ღიპი, იხდენს პიჯაკს, თავზე აქვს თმა და საუბრისას არ ილანძღება.
არაქართული ტიპის პოლიტიკოსის ვიზუალი აქვს, ერთი სიტყვით“,- წერს გუბელაძე.
“არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც არც პოლიტიკიდან არ წავალ” – გიორგი გახარია
ვიდეო: მეც მომენატრეთ – გიორგი გახარია ჟურნალისტებს