LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღალმთიან აჭარაში თოვლის წმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

83
139920676-161259159093479-3960733076776856695-n

ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე თოვლის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

„ამ დროისათვის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 50-60 სანტიმეტრს აღწევს. ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი ყველა საავტომობილო გზა გაწმენდილია.

ამ ეტაპზე ხორციელდება სოფლების შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები. მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული არ არის. ხულოს მუნიციპალიტეტში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 14 ერთეული ტექნიკა ახორციელებს გაწმენდით სამუშაოებს, შუახევის მუნიციპალიტეტში-13 ერთეული, ქედის მუნიციპალიტეტში-6 ერთეული, ხოლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში-7 ერთეული ტექნიკა.

ქობულეთში ამ დროისთვის თოვლის გაწმენდით ისამუშაოები ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.