მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში ცვლილებები შედის–საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას 99 დასახლება დაემატება, რაც მოიცავს 38 ათას ადამიანს.
პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, დამატებით 38 ათასი ადამიანი ისარგებლებს იმ სოციალური შეღავათებით, რასაც ითვალისწინებს კანონი „მაღალმთიანირეგიონების განვითარების შესახებ“. მისივე თქმით, ამ დასახლებების თავიდანვე შეყვანა ნუსხაში ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ არ არსებობდა დასახლებების ერთიანი ნუსხა და სისტემატიზებული მონაცემები.
„დღემდე ამ დასახლებების არდაფარვა იყო გამოწვეული იმ მიზეზით რომ არ არსებობდა ზუსტი ნუსხა და სისტემატიზებული მონაცემები. ჩვენ ეს სისტემა დავხვეწეთ და აქედან გამომდინარე შემოვდივართ წინადადებით, რომ 99 ახალი დასახლება, ანუ 38 ათასი ადამიანი დაემატოს ნუსხას,“–აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.