LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერები 216 ლარს მიიღებენ

90

მომავალი წლის 1-ელი სექტემბრიდან, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერების პენსია 216 ლარი იქნება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.

მისი განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტი მთლიანად ადამიანის ჯანმრთელობასა და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.

“ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი ადამიანზე ზრუნვა და მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ბიუჯეტის ხარჯების 1/3 ჯანდაცვის სამინისტროზე მოდის. ეს არის 180 ლარამდე გაზრდილი პენსია და კიდევ ერთ საინტერესო ციფრს გეტყვით – მომავალი წლის 1-ელი სექტემბრიდან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერებისთვის პენსია 216 ლარი იქნება”, – განაცხადა ხადურმა.

გარდა ამისა, როგორც ხადური ამბობს, მთავრობა აგრძელებს ზრუნვას ეკონომიკის განვითარებაზე. “თითქმის მილიარდი დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე. პირველად მილიარდს მიუახლოვდა განათლების სამინისტროს ხარჯებიც,” – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომაზე 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g