ონლაინ მაღაზია FSHOP მომხმარებლებს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის , ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და სხვადასხვა დეკორაციების ფართო არჩევანს სთავაზობს.
როგორც მაღაზიის მენეჯერმა თამარ გოგოლაშვილმა „ფორუნა პლუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მომხმარებლებს შეუძლიათ შეუკვეთონ და მიიღონ მოდური და ხარისხიანი პროდუქცია უფასო საკურიერო მომსახურების საშუალებით საქართველოს ნებისმიერ წერტილში.
„FSHOP გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით, კვალიფიციური პერსონალითა და მომხმარებლებზე ორიენტირებული მიდგომით. FSHOP მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს სხვადასხვა აქციებს. ამჟამად მაღაზიაში მოქმედებს აქცია „2+1“ – ორი ნებისმიერი ნივთის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი ირჩევს საჩუქარს სასაჩუქრე ალბომიდან. უახლოეს მომავალში საბანკეტო სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, კომპანია კლიენტებს აქციას სადღესასწაულო პროდუქციაზე შესთავაზებს“, – განაცხადა გოგოლაშილმა.
FSHOP-ის პროდუქციის დათვალიერება და შეძენა მომხარებელს მათი ოფიციალური Facebook-ის გვერდის საშუალებით შეუძლია ( https://www.facebook.com/FSHOP.GE/?fref=ts ). მისამართი სავაჭრო ცენტრში „ქარვასლა“, C308.