LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღაზია IOVerde მომხმარებელს ინტერიერის შიდა გამწვანებას სთავაზობს

54

მაღაზია IOVerde მომხმარებელს ინტერიერის შიდა გამწვანებას, ცოცხალი მცენარეებითა და ყვავილებით სთავაზობს. როგორც მაღაზიის მენეჯრმა მაკო ზაქარეიშვილმა ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, კომპანიის დიზაინერები ყველანაირი ზომის ვერტიკალურ ბაღებსა და ტენტორიუმებს ქმნიან, ასევე სხვადასხვა ზომისა და ჯიშის ხეებს. მისივე ინფორმაციით, აპრილიდან იგეგმება ქართულ ბაზარზე გააქტიურებაა და შოუ-რუმის გაკეთებაც.

”IoVerde-ს უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მიერ გამოყენებული მცენარეები არ საჭიროებს მორწყვას და მზის სხივს. ჩვენი ფლორისტული კომპოზიციები შესაძლებელია განთავსდეს ბნელ და უწყლო ადგილას, რომელთა სილამაზით შეგიძლიათ დატკბეთ წლების მანძილზე. მცენარეები სპეციალურ ბიო სითხეშია დამუშავებული, ამიტომაც არ ხმება და ცოცხალ ღეროებს ინარჩუნებს. ეს ტექნოლოგია ინოვაციური და ახალია ბაზარზე. ცნობისთვის, ისეთი წამყვანი ბრენდების ვიტრინები, როგორებიცაა D&G და Hermes, სწორედ Io Verde-ს მცენარებითა მორთული“, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პროდუქციის ნახვა მათი facebook-ის ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი ( https://www.facebook.com/IOVerde-234481146891196/?fref=ts ).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები