LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღაზია ”კანა” მომხმარებელს ახალ კოლექციას სთავაზობს

95

ონლაინმაღაზია „კანა“ მომხმარებელს ტექნიკას, სამკაულებს, აქსესუარებს, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს სთავაზობს.

როგორც „ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას მაღაზიის დირექტორმა, ნატა მაღალაშვილმა, აღნიშნა, ნივთები მხოლოდ ამერიკიდან ჩამოაქვთ და მომხმარებლებს მუდმივად სხვადასხვა სახის აქციებს სთავაზობენ. „კანას“ მიზანს ონლაინშოპინგის გამარტივება, ელექტრონული კომერცია და მაღალი ხარისხის დანერგვა წარმოადგენს.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს 1 კვირაში მაღაზიაში სამკაულების ახალ კოლექციას ელოდებიან. „ჩვენი კომპანია ორიენტირებულია კლიენტის მოთხოვნაზე და მაქსიმალურად ვცდილობთ გავითვალისწინოთ მათი სურვილი,“ – განაცხადა მაღალაშვილმა.

როგორც მაღაზიის დირექტორმა განმარტა, სამომავლოდ იგეგმება მაღაზიის გახსნაც, თუმცა ძირითადი აქცენტი ინტერნეტზეა, ამიტომაც მალე მომხმარებელი „კანას“ ახალ, ვებ-გვერდს იხილავს. მანამდე კი პროდუქციის შეკვეთა მათი facebook-ის გვერდის საშუალებითაა შესაძლებელი.

( https://www.facebook.com/KanaGeorgia/ )

შეკვეთიდან 10-12 დღეში კლიენტი სასურველ ნივთს სახლში მიტანის სერვისით მიიღებს, საკურიერო მომსახურება ხორციელდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები