მაღაზია MATERIEL მომხმარებელს ქართველი დიზაინერების, ლიკა ჩიტაიას, ალექსანდრე ახალკაციშვილისა და თაკო პაკსაშვილისა მიერ შექმნილ ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მარკტინგის ხელმძღვანელმა სალომე მიქაშავიძემ აღნიშნა, დიზაინერები მასალად უმეტესად შალს, აბრეშუმს, ტყავს, კოტონსა და ტილოს იყენებენ.
მისივე ინფორმაციით, მომხმარებელს ფეხსაცმლი 200-800 ლარის, ხოლო ტანსაცმელი 200-1500 ლარის ფარგლებში შეუძლია შეიძინოს.
”ჩვენი პროდუქცია მსოფლიოს 7 ქვეყანაშია გატანილი. ამ ეტაპზე კი TBILISI FASHION WEEK-ისთვის ვემზადებით. შეკვეთებს FACEBOOK-ის, ან ჩვენი ოფიციალური საიტის საშუალებით ვიღებთ”,- განაცხადა მიქაშავიძემ.
( https://www.facebook.com/materieltbilisi/timeline ) ( http://www.materieltbilisi.com/materiel.php?id=2 )
მაღაზია MATERIEL-ი ლესელიძის 22 ნომერში მდებარეობს და ყოველდღე 11:00-დან 20:00 საათამდე მუშაობს.