LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღაზია RAFAEL მომხმარებელს აქსესუარების ფართო არჩევანს სთავაზობს

65

მაღაზია RAFAEL მომხმარებელს ჩანთებსა და სამკაულებს სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა გიორგი ბუჯიაშვილმა განმარტა, პროდუქცია სტამბოლის საუკეთესო მაღაზიებიდან ჩამოაქვთ.

მისივე ინფორმაციით, მსურველებს ჩანთების შეძენა 30-150 ლარის, ხოლო სამკაულების 5-80 ლარის ფარგლებში შეუძლიათ.

”კლიენტებს ჩვენთან მხოლოდ უახლესი დიზაინის ჩანთების ნახვა შეუძლიათ. შეკვეთებსაც ვიღებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, კლინტების ყველა მოთხოვნა და სურვილი გავითვალისწინოთ. ამ ეტაპზე მხოლოდ ქალაქ რუსთავში გვაქვს მაღაზია, თუმცა გეგმები ბევრია”  – განაცხადა ბუჯიაშვილმა.

როგორც მაღაზიის მენეჯერმა აღნიშნა, RAFAEL-ის აქსესუარების შეძენის მსურველებს ”საქართველოსა” და ”თიბისი” ბანკის 0%-იანი განვადებით სარგებლობაც შეუძლიათ.

RAFAEL-ის მაღაზია ქალაქ რუსთავში მდებარეობს და ყოველდღე 10:00-დან 20:00 საათამდე მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები