ქალის ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია „Orsay” მომხმარებელს ახალ კოლექციას სთავაზობს. შარვლები, მანტოები, ჯემპრები, კაბები, შარფები და სხვა ტანისამოსი მაღაზიაში მრავალფეროვანი ფერთა გამით გამოირჩევა. ახალ კოლექციაში ბეწვის მოდური ჟილეტებიც შედის, რომელთა ფასი 109 ლარია. მანტოების ფასი მაღაზიაში 129-დან 179 ლარამდეა, შარვლების ახალი კოლექცია კი 69-89 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ. 59-დან 75 ლარამდე მერყეობს ყოველდღიური და კლასიკური პერანგების ფასი.
დათო სონღულაშვილი („ედრესის“ დირექტორი): შეთვაზებები ფაქტიურად ყოველთვიურად გვაქვს ჩვენი მომხმარებლისთვის, იქნება ეს აქციები, ფასდაკლებები, ახალი კოლექციები, რომელიც 2-3 კვირაში ერთხელ განახლებადია.
კომპანია „Orsay” 1975 წელს, გერმანიაში დაარსდა. დღესდღეობით 630-ზე მეტი მაღაზია, 27-ზე მეტ ქვეყანაში და 4300-ზე მეტი მოტივირებული და კომპეტენტური თანამშროომელი ჰყავს დასაქმებული. ბრენდის მიზანი იყო რომ ყველა ქალისთვის მიეცა თვისი ინდივიდუალურობის, ქალურობის გამოხატვის საშუალება. მათ შექმნეს მაღალი ხარისხის სამოსი თანამედროვე თავდაჯერებული ქალებისთვის, რომლებიც მათი გემოვნების და სტილის მიხედვით „ტრენდულად“ იცვამენ. ”Orsay”-ში ვიწრო, მაღალწელიანი და ე.წ. „ბოიფრენდის“ სტილის ჯინსებსაც ნახავთ, რომელთა ფასი 89-119 ლარამდეა. ახალ კოლექციაშივეა წარმოდგენილი სხვადასხვა ფაქტურის შარფები. თხელი შარფების ფასი 19-დან 39 ლარამდეა, სქელის კი 49-დან 65 ლარამდე. კაბების ფასები ”Orsay”-ში 89-დან 109 ლარამდე მერყეობს, ჯემპრები კი 49-65 ლარი ღირს. კოლექციაში ჩანთების ახალი მოდელებიც არის წარმოდგენილი, რომელთა ფასი 65-დან 119 ლარამდეა. ახალ კოლექციაში რეიბანის ტიპის სათვალეებს, ასევე ე.წ. ”ლენონებსა” და მოდურ, თვლებით გაწყობილ სათვალეებსაც ნახავთ.
დათო სონღულაშვილი („ედრესის“ დირექტორი): მაღაზია ქართულ ბაზარზე ორი წელია ფუნქციონირებს. გაყიდვები სტაბილურია. ასე გამოკვეთილად რომ ვთქვა რამე იყიდება კონრეტულად უფრო მეტითქო ვერ ვიტყვი. ჩვენთან უფრო ლუქებით ირჩევა და შესაბამისად კომპლექტში ყიდულობენ ხოლმე. მომხმარებელი ძირითადად 20-დან 35 წლამდე ასაკის ქალბატონია.
„Orsay” მომხმარებელს მაღალი ხარისხის მოდური ტანსაცმლისა და აქსესუარების იდეალურ შერწყმას სთავაზობს, რომლის მეშვეობით შესაძლებელია მუდამ ქალურად გამოიყურებოდე ნებისმიერი განწყობის და შემთხვევის დროს. „Orsay”-ში კიდევ ერთი სიახლეა. აქსესუარების სრულ კოლექციაზე მაღაზია 30%-იან ფასდაკლებას გვთავაზობს. ყელსაბამების ფასი 19-დან 49 ლარამდეა, საყურეები 10-დან 19 ლარამდე ღირს, ბეჭდები 9-დან 19 ლარამდე, თმის სამაგრების ფასები კი 12-15 ლარია. ფასდაკლება „Orsay”-ში 23 ოქტომბრამდე გასტანს.
ჩანთა – 79 ლარი
კაბა – 99 ლარი, ჩანთა – 75 ლარი, შარფი – 25 ლარი
ჩანთა – 75 ლარი

მანტო – 179 ლარი, ჩანთა – 75 ლარი, პერანგი – 59 ლარი, ტყავის შარვალი – 75 ლარი
ჩანთა – 75 ლარი
ჩანთები – 1) 65 ლარი, 2) 75 ლარი, 3) 65 ლარი, შარფი – 25 ლარი
ჩანთები 1) 75 ლარი, 2) 89 ლარი, 3) 89 ლარი, 4) 75 ლარი, 5) 99 ლარი
სვიტერი – 75 ლარი
ჯინსები – 89 ლარი
ჯინსი – 89 ლარი








