LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღაზიაში C304 აქცია მიმდინარეობს

86

მაღაზია C304 მომხმარებელს საათებს, სუნამოებს, სამკაულებს, ქამრებს, სათვალეებს, საფულეებსა და სხვადასხვა აქსესუარს სთავაზობს. როგორც „ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას მენეჯერმა ხატია შამანაურმა აღნიშნა, მაღაზიაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქცია, რომლის ფარგლებშიც კლიენტს საათის შეძენის შემთვევაში სუნამოს, ან ქამარს ჩუქნიან.

მისივე ინფორმაციით, პროდუქცია დუბაიდან ჩამოაქვთ და მსურველებს სუნამოს შეძენა 25-55ლარის, ხოლო საათების 18-150 ლარის ფარგლებში შეუძლიათ.

„ჩვენთან ყოველთვის არის აქციები. მაქსიმალურად ვცდილობთ კომფორტული, მოდური და ხარისხიანი პროდუქცია შევთავაზოთ კლიენტებს“, – განაცხადა შამანაურმა.

მაღაზია C304 ცოტნე დადიანის 7 ნომერში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლა“-ში, მესამე სართულზე მდებარეობს და კვირის გარდა ყოველდღე, 11:00-დან 19:00 საათამდე მუშაობს. მენეჯერის განმარტებით, მსურველებს მათი პროდუქციის ნახვა და შეკვეთა facebook-ის გვერდის საშუალებითაც შეუძლიათ. მაღაზია მომხმარებელს მიტანის სერვისსაც სთავაზობს. ( https://www.facebook.com/centro.ge/timeline )

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები