ქალისა და მამაკაცის იტალიური აქსესუარების მაღაზია FERRO მომხმარებელს გასული წლის კოლექციაზე 20% -იან ფასდაკლებას სთავაზობს.
როგორც მაღაზიის დამფუძნებელმა ნინა შეშელიძემ ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას აღნიშნა, მაღაზიაში არსებული აქსესუარები ტყავის შემცვლელისგან მზადდება და მაღალი ხარისხისაა.
”ჩვენს მაღაზიაში ქალის ჩანთების ფასი 100 ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს, მამაკაცის – 80-დან 300 ლარამდე, ხოლო საფულეების ღირებულება 80 ლარიდან იწყება. ასევე გვაქვს სამგზავრო ჩანთები პატარა, საშუალო და დიდი ზომის, რომლის ფასებიც ზომების მიხედვით 100-დან 230 ლარამდეა”, – აღნიშნა შეშელიძემ.
მაღაზია FERRO ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან არსებობს. ის სავაჭრო ცენტრ ”თბილისი მოლში”მდებარეობს და ყოველდღე 10:00 -დან 22:00 საათამდე მუშაობს.