მაღაზია STEFANIA მომხმარებელს 8-დან 14 თებერვლის ჩათვლით, თეთრეულის, პენუარებისა და ტანსაცმლის სრულ კოლექციებზე, 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს .
როგორც მაღაზიის მენეჯერმა სოფო ჩუხუამ ”ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას განაცხადა , მაღაზია STEFANIA მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს .
”ყველა ქალი არის ინდივიდუალური და განუმეორებელი. თითოეული ქალბატონის ნამდვილი სილამაზე წვრილმანებიდან იწყება, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანს თეთრეული წარმოადგენს... ჩვენი მიდგომა კი ეხმარება ყველაზე მომთხოვნ მოდის მიმდევარსაც კი, შეარჩიოს ისეთი მოდელი, რომელიც იდეალურად გამოკვეთს სხეულს და არ შეზღუდავს მოძრაობას”, – აღნიშნა ჩუხუამ
მაღაზია ვაჟა ფშაველას 51 ნომერში მდებარეობს და ყოველდღე 11:00-დან 20:00 საათამდე მუშაობს.