LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღაზიათა ქსელ ”დელფოსში” ახალ კოლექციაზე 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო

174

საიუველირო მაღაზიათა ქსელი ”დელფოსი” მომხმარებელს 2016 წლის განახლებულ კოლექციაზე 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.

როგორც კომპანიის პიარ მენეჯერმა მარიამ ღუღუნიშვილმა ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, მოდის ტენდენციებისა და ფერების გათვალისწინებით, ”დელფოსში” კოლექციები სრულიად განახლდა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მაღაზიაში ბიჟუტერიის ახალი, ანტისეპტიკურად დამუშავებული ფერადი ბროშები, ყელსაბამები, სამაჯურები, ასევე ვერცხლის ფერადი კულონები, ყელსაბამები, საყურეები, სამაჯურები შეიძინოს.

”ჩვენს მომხმარებელს ხშირად ვანებივრებთ ახალი კოლექციებითა და სხვადასხვა აქციებით. ამ ეტაპზე, მაღაზიაში საკმაოდ მოთხოვნადია ნიშნობის ბეჭდები, რომლებიც თეთრი ოქროსგან არის დამზადებული და ბრილიანტის თვლებითაა გაფორმებული. მამაკაცებს კი ტიტანის სამკაულებსა და სასაჩუქრე კალმებს ვთავაზობთ”, – აღნიშნა ღუღუნიშვილმა.

მაღაზია მომხმარებელს სასაჩუქრე ბარათებსაც სთავაზობს. ბარათზე  განსათავსებელი თანხა მინიმუმ 50 ლარს შეადგენს.

მაღაზიათა ქსელმა ”დელფოსმა” ახალი ფილიალი ბათუმშიც გახსნა. რაც შეეხება თბილისს, უახლოეს მოვავალში მაღაზიის  ფილიალის გახსნა სავაჭრო ცენტრ ”ისთ ფოინთში” იგეგმება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები