მაღაზიათა ქსელი MUSERA მომხმარებელს იტალიური ვერცხლის სამკაულებს, საათებსა და სხვადასხვა აქსესუარებს სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის დამფუძვნებელმა ნინო მუსერიძემ განაცხადა, ვერცხლის სამკაულების გარდა, მსურველებს ბიჟუტერიასა და ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილ ვერცხლისა და მინანქრის ნამუშევრებსაც სთავაზობენ.
მისივე ინფორმაციით, მაღაზიაში კოლექცია თვეში ერთხელ ახლდება, როგორც მუსერიძემ აღნიშნა, მათი პროდუქციის შეძენა კლიენტებს 10-დან 400 ლარის ფარგლებში შეუძლიათ. ყველაზე მოთხოვნადი კი სამაჯურები და ”სვაროვსკის” კრისტალებით შექმნილი საყურეებია.
”მაქსიმალურად ვცდილობთ, ფასები ხელმისაწვდომი იყოს, ხარისხი კი – უმაღლესი. გადავწყვიტეთ, მომხმარებელს თვეში ერთხელ ჩვენს რომელიმე ფილიალში ფადსაკლებები და აქციები შევთავაზოთ”,- განაცხადა მუსერიძემ.
MUSERA-ს ფილიალები ჭავჭავაძის 37 ნომერში, ”გლდანი მოლსა” და სავაჭრო ცენტრ ”პიქსელის” მეორე სართულზე მდებარეობს. მაღაზიები ყოველდღე 10:30-დან 21:00 საათამდე მუშაობს.