საიუველირო მაღაზიათა ქსელში ”დელფოსი” 50%-იანი საგაზაფხულო ფასდაკლება დაიწყო. როგორც კომპანიის პიარ მენეჯერმა მარიამ ღუღუნიშვილმა ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, მაღაზიაში წარმოდგენილია ქალისა და მამაკაცის 2016 წლის მოდური სამკაულების კოლექციები.
მისივე ინფორმაციით, კოლექციის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს იტალიური ვერცხლის სამკაულები (ბუნებრივი ქვებითა და სვაროვსკის კრისტალებით), ოქროს სამკაულების განახლებული კოლექცია მთის ბროლითა და სვაროვსკის კრისტალებით, ანტისეპტიკურად დამუშავებული ბიჟუტერიის ფერადი აქსესუარები, ასევე თეთრი ოქროსა და ბრილიანტის სამკაულების მდიდრული კოლექციები.
”დელფოსის” ქსელში კოლექციები ყოველ 2 კვირაში ერთხელ ახლდება. ასორტიმენტში როგორც ქალის, ასევე მამაკაცისა და ბავშვის სამკაულების ხაზიცაა წარმოდგენილი. „დელფოსის” პროდუქცია ნებისმიერი ასაკისა და შემოსავლის მქონე მომხმარებელზეა გათვლილი.