LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაგნიტი რომ რკინას იზიდავს, ასეთი მიზიდულობა უნდა აიყოს ჩვენში ღმერთისაკენ“ – მამა თეოდორე გიგნაძე

106
images

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ქადაგების ამონარიდში სინანულის მნიშვნელობაზე საუბრობს და განმარტავს, რატომ უნდა იყოს ადამიანში მუდმივი სწრაფვა ღმერთისკენ.

„ვმწუხარებ, რომ სულ ღმერთთან არ ვარ, მინდა, რომ სულ ღმერთთან ვიყო – და ვერ ვარ…

ამის გამო ვმწუხარებ, და ასეთი მწუხარება სინანულს ბადებს, სინანული ეს არის მეტამორფოზის პროცესი, მძლავრი პროცესი, რომელიც მიმაქანებს პირდაპირ ქრისტესკენ, ეს არის სინანული, რომელიც ოცდაოთხსაათიანი უნდა ჰქონდეს ადამიანს.

სულ ჩართული უნდა იყოს ჩვენში, სწრაფვა, დინამიკა, მაგნიტი რომ რკინას იზიდავს, ასეთი მიზიდულობა უნდა აიყოს ჩვენში ღმერთისაკენ, აი ეს არის სინანული და ეს სინანული წარმოიშობა სწორედ იმის გამო, რომ ვმწუხარებ, რომ ღმერთთან ვერ ვარ ისე, როგორც უნდა ვიყო.

ამონარიდი ქადაგებიდან | 20.08.2026″, – წერს ფეისბუქ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები