LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: „ღმერთი არის ცოცხალი არსება და მასთან ურთიერთობაც ცოცხალია“

100
Capture

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ყურადღებას ამახვილებს ღმერთთან პირადი და გულწრფელი ურთიერთობის მნიშვნელობაზე.

მისი თქმით, ლოცვა მხოლოდ სიტყვების მექანიკურად წარმოთქმა არ უნდა იყოს, რადგან ღმერთთან კავშირი ცოცხალ ურთიერთობას ეფუძნება.

„უნდა გაიაზრო – ღმერთი არის ცოცხალი არსება, შესაბამისად, მასთან ურთიერთობაც ცოცხალია. ამიტომ ის შენგან ელოდება არა მექანიკურად ლოცვის სიტყვების წარმოთქმას, არამედ შენს გულს“, – აღნიშნავს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

ციტატა გავრცელდა გვერდის ამონარიდების არქივიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები