LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაგნიტში“ გრანდიოზული წამახალისებელი გათამაშება დაიწყო

4595
გათამაშების-ბანერი--715x400

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ (15 სექტემბრიდან) მომხმარებელს გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას სთავაზობს. გათამაშებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს მარტივად შეუძლია. მომხმარებელი „მაგნიტის“ ყველა ფილიალში, ყოველი ათი ლარის შენაძენზე თითო ბილეთს მიიღებს. ბილეთები 15 სექტემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით გაიცემა. გათამაშების ბილეთს მიიღებთ ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას, ნებისმიერი ტიპის გადახდით – როგორც ნაღდი, ისე – უნაღდო ანგარიშსწორებით.

გამარჯვებულები 14 დეკემბერს, ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში, 18:35-ზე გამოვლინდებიან.  გათამაშება ე.წ. „დოლურას პრინციპით“ ჩატარდება. იღბლიან მომხმარებლებს შემდეგი პრიზები გადაეცემათ:

  • 2 ოთახიანი ბინა თბილისში „ფრანგულ უბანში“

  • ავტომობილი TOYOTA CAMRY (2019)

  • Apple iPhone XS

  • 2000 ლარიანი ხელფასი 1 წლის განმავლობაში

  • ოთხკაციანი საგზური ევროპაში

მათთვის, ვინც ვერ მოახერხებს, პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი გათამაშებას, ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება „მაგნიტის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე www.facebook.com/magniti.ge/. ინფორმაციის მიღება, ასევე, შესაძლებელია ტელეფონის მეშვეობით: 032 2 121 121.

ცნობისთვის, სუპერმარკეტების ქსელი ”მაგნიტი” 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველია, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 200-მდე ფილიალი აქვს და 3500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები