ლონდონში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩი, მოქმედ ჩემპიონს მაგნუს კარლსენსა და პრეტენდენტ ფაბიანო კარუანას შორის ნორვეგიელის გამარჯვებით დასრულდა. კარლსენმა ტაი-ბრეიკზე სამი პარტია მოიგო და ამით ჩემპიონობა გაინაღდა. მანამდე 12-პარტიან პაექრობაში ანგარიში 6:6 იყო. ვერცერთმა ვერ მოახერხა თუნდაც ერთი პარტიის მოგება, ყველა მატჩი ყაიმით დასრულდა.
27 წლის ნორვეგიელმა მოჭადრაკემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა. ის მსოფლიოს საუკეთესო პირველად 2013 წელს გახდა და მას მერე პირველობა არავისთვის დაუთმია. დიდოსტატი ის 13 წლის ასაკში გახდა.