LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგთიკომი ინფორმაციული მართვის სისტემაში ISO სტანდარტის ახალ, უმაღლეს საფეხურზე გადავიდა

663
მაგთიკომი

მაგთიკომმა წელსაც წარმატებით გაიარა საერთაშორისო აუდიტი და ISO 27001:2022 სერტიფიკატის ახალ, უმაღლეს ვერსიაზე გადავიდა.

ბრიტანეთის სტანდარტების ინსტიტუტისგან (BSI – British Standards Institution) მინიჭებული სერტიფიკატი ადასტურებს, რომ კომპანიაში დანერგილი მართვის სისტემები და პროცესები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს.

მაგთიკომი მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ბიზნესპროცესების მუდმივ გაუმჯობესებას.

ISO 27001:2022 სერტიფიკატი მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც მაგთიკომის თითოეული თანამშრომლის შრომის და საქმისადმი ერთგულების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ეს წარმატება პროფესიონალიზმმა, ერთობლივმა ძალისხმევამ, ქვეყნის სიყვარულით და ღირსებით აშენებულმა ქსელმა მოიტანა.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g