LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგთიკომზე კიბერშეტევა ხორციელდება

129

“მაგთიკომი” კიბერშეტევებზე აცხადებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, გასული ორი კვირის განმავლობაში, ”მაგთიკომის” ინტერნეტქსელის სხვადასხვა სეგმენტზე უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება კიბერშეტევა.

აღნიშნულ თემაზე კომპანია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ”ფორტუნა” უცვლელად გთავაზობთ:

“მაგთიკომის ქსელი საკმაოდ დაცულია და კიბერშეტევის ნიშნების დაფიქსირებისთანავე, კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა კიდევ უფრო გააძლიერა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები. ”მაგთიკომის” აბონენტების ნაწილს შეეზღუდა ინტერნეტის გარკვეულ რესურსებთან წვდომა და, ამავდროულად, გადაიტვირთა ცხელი ხაზი.  კომპანია მუდმივად მიმართავს ყველა ზომას, რათა მაქსიმალურად აღკვეთოს კიბერ შეტევები. ამ მომენტისთვის ”მაგთიკომისგან” დამოუკიდებელი ტექნიკური მიზეზების გამო შექმნილი შეფერხებები აღმოფხვრილია და აბონენტებს სრულად მიეწოდება ინტერნეტსერვისი.

რამდენადაც კიბერშეტევები მხოლოდ ”მაგთიკომის” ქსელზე განხორციელდა, არსებობს ეჭვი, რომ საქმე გვაქვს განზრახ ზიანის მიყენების და იმიჯის შელახვის მცდელობასთან. ”მაგთიკომი” ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი უხერხულობისთვის”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g