LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ბითაძე: ჰელსინკის კომისიაში ვიხილეთ სამშობლოს მოღალატეების და იმ ადამიანების თავყრილობა, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ლობიზმისთვის გასამრჯელოს იღებენ, თინა ხიდაშელმა და სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინეს საჯარო ღალატი საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ

106
მაია ბითაძე

„სალომე ზურაბიშვილმა და თინა ხიდაშელმა გუშინ ჩაიდინეს საჯარო ღალატი საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ – ისინი წარმოდგენილები იყვნენ უცხო სახელმწიფოში და ცდილობდნენ, ძირი გამოეთხარათ საქართველოსთვის, ქართველი ერისთვის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მაია ბითაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ჰელსინკის კომისიაზე გუშინდელ მოსმენას გამოეხმაურა.

„სამწუხაროდ, ჰელსინკის კომისიაზე მოსმენა გარდა იმისა, რომ არის დრომოჭმული პოლიტიკური პროცესი, რომელიც მხოლოდ ნეგატივს თესავს საქართველოს მოსახლეობაში დასავლელი პარტნიორების მხრიდან, იყო კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, რომ ჩვენ ვიხილეთ თავყრილობა საკუთარი სამშობლოს მოღალატეებისა და იმ ადამიანებისა, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ლობიზმისთვის გასამრჯელოს იღებენ. საქართველოს მოსახლეობა ძალიან კარგად იცნობს იმ ამერიკელ პოლიტიკოსებს, ჯო უილსონის თამადობით, როლებიც წლებია, დაკავებულები არიან საქართველოსთვის ძირგამომთხრელი საქმიანობით.

მეორე მხრივ, სამწუხაროდ, ჩვენ ვიხილეთ, საქართველოს ყოფილო თავდაცვის მინისტრი და ყოფილი პრეზიდენტი – ადამიანები, რომლებმაც გუშინ ჩაიდინეს საჯარო ღალატი საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ. წარმოდგენილები იყვნენ უცხო სახელმწიფოში და ცდილობდნენ, ძირი გამოეთხარათ საქართველოსთვის, ქართველი ერისთვის. მთავარი აქცენტი, რაზეც იყო საუბარი, ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობებია.

სრულიად პარადოქსულია, როდესაც საქართველოს ვაი მოქალაქეები და ამერიკელი საქართველოს ანტილობისტები ქვეყანას კიცხავენ საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, მაშინ როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია და ევროკავშირის სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა ცდილობს, რომ გააძლიეროს კავშირები სწორედ ჩინეთთან. გარდა იმისა, რომ ეს არასამართლიანია საქართველოს მიმართ, ჰელსინკის კომისიაზე განხილული საკითხი ჩინეთთან მიმართებით, პირდაპირ ეწინააღმდეგება ტრამპის ადმინისტრაციის გაცხადებულ პოლიტიკას,“ – განაცხადა ბითაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g