LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ბითაძე ზელენსკის მიერ დაწესებულ სანქციებზე: „ეს არის რადიკალური ოპოზიციისთვის გადაგდებული ლუკმა, თუმცა, გასაოცარია, როდესაც ომში მყოფი ქვეყანა და მისი მოქმედი პრეზიდენტი იცლის საქართველოს მოქალაქეების დასანქცირებისთვის“

165
მაია ბითაძე

„არათუ ბოლო დღეების, არამედ ბოლო წლების და ბოლო თვეების განმავლობაში ვისმენთ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის განწირულ მოთხოვნას, რომ რომელიმე უცხოელმა აქტორმა დაასანქციროს, ან რაიმე მავნებლური ზომები მიიღოს ამ ქვეყნის მოქალაქეების და თვითონ საქართველოს წინააღმდეგ“, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

ნინო წილოსანი ოპოზიციაზე: „ჩვენი შიდა აგენტურა სანქციებს რომ ითხოვდა, რეალური, პატარა საჩუქარი, უკრაინიდან წამოსული სანქციების სახით გადმოუგდეს“

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების მიერ დაწესებული სანქციები ქართული რადიკალური ოპოზიციის ერთგვარი დამამშვიდებელი პრიზი და გადაგდებული ლუკმაა, თუმცა, ბითაძის შეფასებით, გამაოგნებელია, როგორ იცლის ომში მყოფი ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებისთვის.

„სანქციები, რომელიც უკრაინამ დააწესა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, არის გადაგდებული ლუკმა ჩვენი რადიკალური ოპოზიციისთვის, შეიძლება ითქვას, მათი დამამშვიდებელი პრიზი, თუმცა, გასაოცარია, როდესაც ომში მყოფი ქვეყანა, რომლის არათუ ტერიტორიული მთლიანობა, არამედ, მომავალი სამწუხაროდ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, სწორედ უკრაინის მოქმედი ხელისუფლების არასერიოზული ნაბიჯების გამო, რუსეთის ოკუპაციის გათვალისწინებით, გამაოგნებელია, თუ როგორ იცლის უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი საქართველოსთვის და როგორ იცლის იმისთვის, რომ დაასანქციროს საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც გზების მშენებლობაზეა პასუხისმგებელი“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს და კიდევ 16 პირს სანქციები დაუწესა – კიდევ ვინ არიან სიაში

ირაკლი კობახიძე: „სანქციების დაწესება უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g