„მართლმსაჯულებამ გამოტოვა ყველაზე მნიშვნელოვანი, უაპელაციოდ ჩათვალა [მზია ამაღლობელი] დამნაშავედ და გამოკეტა“, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა, მაია ცირამუამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მიმდინარე სხდომაზე განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას ფსიქოლოგმა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მისი „ბრძოლა ეძღვნება ყველაზე მაღალ სტანდარტს სამართალში, ადამიანის ღირსებას, ადამიანის სიცოცხლეს“:
ნონა ქურდოვანიძე: „მზია ამაღლობელის პოზიცია უცვლელია, ის მოითხოვს, რომ ციხეში დააბრუნონ“
„მე გამაჩნია ორი ხმა, ერთი – ხმა მუსიკის, მეორე – სიმართლის ხმა… მზიას, რომელიც 14 დღე შიმშილობდა, ჩვენი ხმა სჭირდებოდა და ჩვენ ეს ხმა იქიდან გავაგონეთ, სადაც გეგულებოდა, რომ უსამართლო მოსამართლე ცხოვრობდა“ – ნინო ქათამაძე მოსამართლეს
„ჩვენ გადავამოწმეთ იურისტებთან და გვეგონა რომ არ იყო ეს ის დანაშაული, რომელიც აქ შეგვყრიდა და ასეთ სიტუაციაში აღმოგვაჩენდა“.
„ჩემს წარმოსახვაში, ერთ მხარეს პალატაში გამოკეტილი მზია ამაღლობელია, შიმშილისგან 30-ე დღეს, სასომიხდილი. არ ვიცით, ეს როგორ დამთავრდება… მე ამაზე მქონდა პროტესტი, ჩემი ბრძოლა ადამიანის ღირსებას ეძღვნება.
არის მეორე კადრსაც გეტყვით, სულ მეჭრება ეს კადრი, ბიჭი დაგდებული ქვაფენილზე, რომელსაც თავში ურტყამენ. ჩემი ბრძოლა ეძღვნება ყველაზე მაღალ სტანდარტს სამართალში, ადამიანის ღირსებას, ადამიანის სიცოცხლეს.“ – განაცხადა მაია ცირამუამ.
ინფორმაციისთვის, დღეს, 10 თებერვალს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ცხრა ადამიანის მიმართ საქმე ადმინისტრაციული წარმოებით აღიძრა. მათ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობის გაპროტესტებისთვის, მოსამართლის სახლთან შეკრების გამო ედავებიან.
მოსამართლე, ციცინო მოსიძე მაია ცირამუას, ნინო ქათამაძის, გელა მთივლიშვილის, ვლადიმერ აფხაზავას, ხვიჩა ვაშაყმაძის, ირინა ზარანდიას, ქეთევან ფილაურის, ეკა კუხალაშვილისა და გივი ცინცაძის ადმინისტრაციულ საქმეებს განიხილავს.
ფოტოები: „პუბლიკა“/რადიო „თავისუფლება“