LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ჯაბუა: „სოლოკონცერტების ჩატარება კოლოსალურ თანხას უკაშირდება, ამიტომ ვერ ვახერხებ…“

143
მაია-ჯაბუა

მაია ჯაბუა ჟურნალ „სარკის“ კითხვას პასუხობს, დაგეგმილი აქვს თუ არა კონცერტი და აღნიშნავს, რომ ბევრმა მისმა კოლეგამ იმ მიზეზით, რომ დიდი კონცერტები ჩვენს ქვეყანაში აღარ ტარდება, რესტორანსა და კლუბში გადაინაცვლა:

„ეს, ჩემი აზრით, არ არის კარგი, მაგრამ რას ვიზამთ, ყველა მომღერალმა გამოსავალი უნდა მოძებნოს. სამწუხაროდ, მათ სხვა შემოსავალი არა აქვს, ამიტომ უწევთ იქ გამოსვლა, სადაც მოთხოვნა არის.

მაია ჯაბუას ოჯახური ტრაგედია: „მის გარდაცვალებას ნამდვილად არ ველოდით…“

მე არ მაქვს მოძებნილი გამოსავალი. სოლოკონცერტების ჩატარება კოლოსალურ თანხას უკავშირდება, ასე რომ ვერ ვახერხებ…“

რაც შეეხება მომღერლის პირად ცხოვრებას, მაია ჯაბუას ამ თემაზე საუბარი არ სურს:

„საერთოდ აღარ ვსაუბრობ პირად თემებზე. დიდად არც არასდროს მიყვარდა, ახლა – მით უმეტეს. არ არის საინტერესო სხვისი ოჯახის ამბების მოსმენა. ჯობია, ყველა საკუთარი ცხოვრებით დაინტერესდეს და დატკბეს საკუთარი ოჯახით…“

მაია ჯაბუა სამ ქორწინებაზე: „ყველა ქალი ფიქრობს, გათხოვდეს, ერთი და სრულყოფილი ოჯახი ჰქონდეს, მაგრამ რა ვქნა, ასე არ მოხდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g