LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ჯაბუა: „ასაკი რომ გემატება, ესე იგი, ცხოვრებას აგრძელებ, ამას რა სჯობს?! ნაოჭები რომ გაჩნდება სახეზე და ყოველთვის 20 წლისას არ ვემსგავსები, ეს გასაგებია…“

193
მაია ჯაბუა

მაია ჯაბუა ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს, თუ როგორ უყურებს ასაკის მატებას:

„ასაკი რომ გემატება, ესე იგი, ცხოვრებას აგრძელებ, ამას რა სჯობს?! ნეგატიურ ფიქრებს განწყობას არ გავაფუჭებინებ. ეს ხომ ბუნებრივია?! არდაბერების ალტერნატივა რა არის, ახალგაზრდა რომ წახვიდე ამქვეყნიდან? ეს ნამდვილად არ მინდა (იცინის). ღმერთს ვთხოვ, რომ ჯანმრთელი ვიყო და ფუნქცია არ დავკარგო. მთავარია საჭირო და საინტერესო ვიყო, თორემ ნაოჭები რომ გაჩნდება სახეზე და ყოველთვის 20 წლისას არ ვემსგავსები, ეს გასაგებია. ყველაფერი ღირსეულად უნდა მიიღო, არ უნდა ებრძოლო ასაკს. პირიქით, დროსთან და რეალობასთან უნდა იმეგობრო, თუ გინდა, ჰარმონიაში იყო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები