LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია კოპალეიშვილი: „ლელოსა“ და გახარიას პარტიის პოზიცია გაურკვეველია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით – ეს ორი პოლიტიკური პარტია ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ თამაშში ახდენს შეყოლას“

126
მაია კოპალეიშვილი, გიორგი გახარია, მამუკა ხაზარაძე

„ლელოსა“ და გახარიას პარტიის პოზიცია რომ გაურკვეველია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ეს სწორედ ოპოზიციის მხრიდან არასიმტკიცისა და არათანმიმდევრულობის შედეგია კონკრეტულად ამ ორი პარტიის მხრიდან – ეს ორი პოლიტიკური პარტია და ჯგუფი ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ თამაშში შეყოლას ახდენს“, – ამის შესახებ „პალიტრანიუსს“ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა მაია კოპალეიშვილმა განუცხადა.

მისი შეფასებით, ამას უყურებს საზოგადოებაც და ნდობა ეკარგებათ კოლექტიურად ოპოზიციის მიმართ:

„ის არჩევნები, რომელსაც ივანიშვილი ატარებს, დიდი შანსია, რომ გაყალბდეს… რაც შეეხება ინტერნეტით ჩატარებულ არჩევნებს, ჩვენ დღეს ჩავატარეთ პრეზენტაცია, რომელიც არის უტყუარი და რომელიც გამოიღებს თავის შედეგს…“ – პაატა ბურჭულაძის ინიციატივით ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეხვედრა გაიმართა, რას აცხადებენ შეხვედრის მონაწილეები

„რეჟიმი აუცილებლად რეჟიმისთვის დამახასიათებელი კრიტერიუმებით და თანმდევი მომენტებით უნდა შევაფასოთ. უნდა ვიბრძოლოთ თანმიმდევრულად და მტკიცედ – ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა ოპოზიციური პარტია თანმიმდევრული და მტკიცე იყოს. მაგალითად, „ლელოსა“ და გახარიას პარტიის პოზიცია რომ გაურკვეველია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ეს სწორედ ოპოზიციის მხრიდან არასიმტკიცისა და არათანმიმდევრულობის შედეგია კონკრეტულად ამ ორი პარტიის მხრიდან.

ამით საზრდოობს „ქართული ოცნება“. ამას უყურებს საზოგადოებაც და ნდობა ეკარგებათ კოლექტიურად ოპოზიციის მიმართ მაშინ, როცა ჩვენი კოალიცია თანმიმდევრულად და მტკიცედ მიჰყვება თავის ნათქვამს, „ქართულ ოცნებას“ არცერთ თამაშში არ შეჰყვა. ეს ორი პოლიტიკური პარტია და ჯგუფი, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ თამაშში შეყოლას ახდენს. ამით როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ოპოზიცია თანმიმდევრულია?

ამიტომ მესმის იმ ხალხის, რომელიც ოპოზიციას ეჭვის თვალით უყურებს, მაგრამ მინდა ვთხოვო მათ, რომ ოპოზიციისთვის ეჭვის თვალით ყურებასთან ერთად, რაც საკმარისი არ არის, უნდა გააძლიერონ ზემოქმედება იმ პარტიებზე, რომლებიც არათანმიმდევრული და არამტკიცეები არიან და „ქართული ოცნების“ თამაშში შეყოლას აპირებენ რაღაცა შეფუთული კონსტიტუციით გათვალისწინებული თვითმმართველობის არჩევნებით.

დამისახელონ თუნდაც ერთი დიქტატორული, ავტოკრატიული რეჟიმი, რაც ახლა ჩვენთან, ფაქტობრივად გაფორმდა, სადაც კონსტიტუცია მოქმედებს. კონსტიტუცია ქაღალდზე დაწერილი დოკუმენტია თუ ის სისრულეში არ მოიყვანა სახელმწიფო ინსტიტუტებმა. ამიტომ, მინდა ამ პოლიტიკურ პარტიებსაც მივმართო: გამოვიდნენ ფსევდოშეფუთული საუბრებიდან, მაინც ვერ მოახდენენ ამ ფსევდოშეფუთული საუბრებით თავიანთ ლეგიტიმაციას, იზრუნონ ქვეყანაზე და არ შეჰყვნენ „ქართულ ოცნებას“ ამ თავის პოლიტიკურ თამაშებში“, – განაცხადა კოპალეიშვილმა.

ირაკლი კობახიძე: „ამხელა ორგანიზების შემდეგ, 3 ათასი კაცი შეკრიბეს და სალომე ზურაბიშვილმა ელისაშვილისგან ჩაიბარა აღლუმი, როგორც ვაანონსებდით – თვითონაც არ უნდათ რიგგარეშე არჩევნები, რადგან იციან, რომ აბსოლუტურად დაღუპულები არიან“

magti 5g