LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია მელიქიძე: 2016 წელი ეკონომიკური თვალსაზრისით 2015-ზე უკეთესი იქნება

41

2016 წელი ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე 2015, – ამის შესახებ პრეზიდენტის ახალმა ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ რადიო ”ფორტუნას” ეთერში, გადაცემა ”ბიზნესკურიერში” განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტის მიდგომა და სურვილია, რომ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებმა კოორდინირებულად იმუშაონ, რათა ქვეყნის ეკონომიკამ პროგრესი განიცადოს.

მაია მელიქიძის თქმით, ეს პროცესი დაწყებულია. ”ჩვენი ეროვნული ვალუტა მყარდება. რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს აქვს ადგილი: ბიუჯეტის დაბალანსებული ხარჯვა, ფისკალური პოლიტიკის დახვეწა, ტურისტების მატება თებერვალში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ასევე, გადმორიცხვების ზრდა შეინიშნება უცხოეთიდან; რეგიონში შეიმჩნევა ვითარების დასტაბილურება, ვიდრე ეს იყო გასული თვეების განმავლობაში; შემცირებულია იმპორტი, რაც გავლენას ახდენს ეროვნული ვალუტის გამყარებაზე, ექსპორტის ზრდის ტენდენციაც ცალსახად არსებობს და უნდა აღვნიშნოთ, ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია,” – აღნიშნა მელიქიძემ.

მისივე შეფასებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის წარმმართველი ფაქტორებია: დივერსიფიცირებული ეკონომიკა, ბიზნესის კეთების სიმარტივე, ირანთან სავიზო რეჟიმის მოხსნა და ტურისტული მიმზიდველობა.

”თუ ვიმსჯელებთ ამ ეკონომიკური ზრდის ფაქტორებით ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ეს პროგრესი გაგრძელდება” – აღნიშნა მელიქიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g