დიზაინერი მაია მიქაშავიძე მომხმარებელს ეკსკლუზიურ ხელნაკეთ სამკაულსა და აქსესუარებს სთავაზობს, სადაც გამოყენებულია ნახევრად ძვირფასი ქვები, ბროლი, სვაროვსკის კრისტალები, ვენეციური მურანო, მელხიორი, მაქმანები, ლენტები, ნიჟარები და ა.შ.
როგორც ”ფოტუნა პლუსთან” საუბრისას დიზაინერმა განაცხადა, მის მიერ შექმნილი სამკაულები ექსკლუზიურია და არ მეორდება. ”მე უდიდესი სიამოვნებით ვაკეთებ ჩემს საყვარელ სამკაულებს და მიყვარს ჩემი საქმე. პირველი ნიმუშის შექმნის იდეა დუბაიში ყოფნისას მომივიდა. თავდაჯერებული ვარ ამ სფეროში, რადგან ვიცი, ჩემი სამკაული უნაკლოა და როგორსაც ვაკეთებ, ისეთი მომწონს. ”, – განაცხადა მიქაშავიძემ.
მაია მიქაშავიძის სახელი და მისი სამკაულების კოლექცია თბილისელ მანდილოსნებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. როგორც თავად ამბობს, სამკაულებმა ყველაფერი დაავიწყა. მის კოლექციაში რამდენიმე ათასი, ერთმანეთისგან განსხვავებული სამკაულია თავმოყრილი. მაია მიქაშავიძის მიერ შექმნილი სამკაულების პირველი გამოფენა 2008 წლის 11 ნოემბერს გაიმართა.
მიქაშავიძის ექსკლუზიური ხელნაკეთი საიველირო ნივთების შეძენა შესაძლებელია გალერეებში და ყოველწლიურ გამოფენებზე. ნივთები შეგიძლიათ იხილოთ და შეიძინოთ ასევე facebook-ის საშუალებით. (https://www.facebook.com/MaiaMiqash-jewellery-297358476960494/info/?tab=page_info) ან დარეკოთ ნომერზე 599 50 62 45.