LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ნადირაძე: მინდა ვუთხრა ამ მოყანყალე ადამიანებს, რომ ცოცხების ამბავი მოიგონეს და მერე ამაზე დიდხანს გვავიშვიშეს

259
maia cocxebi

პარლამენტის ყოფილი წევრი, მაია ნადირაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციის შეფასებისას ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში ბევრი რამ წყდება.

მაია ნადირაძემ „მთავარი არხის“ ეთერში საზოგადოებას მოუწოდა, არ გახდნენ, ცოცხების მსროლელების მომხრეები.

„ხალხი, რომელიც ახლა იმ ცოცხებს ისვრის, თვითონაც რცხვენია და ჩვენ ეს ვნახეთ. ისინი ამაში უბრალოდ ფულს იღებენ. ნუ გახდებით ცოცხების სროლაში ფულის ამღებების მომხრები.

ადამიანი პოლიტიკის გარეშე ადამიანი არაა, ამით განსხვავდება ის სხვა ხერხემლიანებისგან. მინდა ვუთხრა, ამ მოყანყალე ადამიანებს.

ცოცხებს რომ ისვრიან, მინდა მათ გავახსენო, რომ ცოცხების ამბავი თვითონ მოიგონეს და თვითონ გადაიღეს. მერე ტყუილზე ძალიან დიდხანს გვავიშვიშეს, თავში ხელი გვარტყმევინეს და როცა გაკვარკვიეთ, რომ ეს ტყუილია, იმდენი ივიშვიშა ამ ხალხმა, რომ იოლად ვერ გადაფარა. დღესაც ამაზე მუშაობენ და ამაზე მოქმედებენ, რომ ის ემოცია გააღვიძონ, როცა ეს კადრები ნახეს. 

მაია ნადირაძის განცხადებით დღეს წყდება, ვიდგებით თუ არა გამარჯვების გზაზე, თუ ვიქნებით სოფელ ჭაობში, სადაც ასფალტს თუ არ შეჭამ იქნები მშიერი.

მიშას ციხეში ყოფნა ჩემთვის ძალიან დამთრგუნველია. არამარტო იმიტომ, რომ ვიცნობ მას და ვიცი, როგორიც არის.

მგონია, რომ ჩენი სახელმწიფოების სიმბოლოს ასამარებენ“. – განაცხადა მაია ნადირაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g