კანადელმა მომღერალმა მაიკლ ბუბლემ BRIT Awards-ის წაყვანაზე უარი შვილის ავადმყოფობის გამო განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის სამი წლის ნოა სიმსივნეს ებრძვის.
მუსიკალური პრემიის დაჯილდოების ცერემონია 22 თებერვალს ლონდონში გაიმართება. არსებული ინფორმაციით, ბუბლემ ორგანიზატორებს მიმართა და განუცხადა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ შვილის ჯანმრთელობაზეა კონცენტრირებული.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ნოემბერში ბუბლემ და მისმა მეუღლემ, მსახიობმა ლუისიანა ლოპიატომ განაცხადეს, რომ ვაჟიშვილის სრულ გამოჯანმრთელებამდე კარიერაზე უარს ამბობენ. ამ ფაქტის გამო, მაიკლმა რამდენიმე კონცერტიც გადადო.
https://www.instagram.com/p/BCkfKKdpSyf/
https://www.instagram.com/p/BLoIek9jPFg/