LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ბუბლესა და ლუსიანა ლოპიატოს გოგონა შეეძინათ (ფოტო)

240

კანადელ მუსიკოსს მაიკლ ბუბლესა და მის მეუღლეს, ლუსიანა ლოპიატოს გოგონა შეეძინათ. ახალშობილის პირველი ფოტო ლუსიანამ „ინსტაგრამზე“ თავად გააზიარა. ეს ამბავი განსაკუთრებულად სასიხარულოა წყვილისთვის, რადგან ბოლო წლები მათთვის საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე აღმჩნდა. 2016 წელს ცნობილი გახდა, რომ ბუბლესა და ლოპიატოს უფროს ვაჟს ნოას ღვიძლის სიმსივნე აღმოაჩნდა. ამის შემდეგ ბუბლემ უარი თქვა მუსიკალურ კარიერაზე და მთელი დრო ოჯახს დაუთმო. მოგვიანებთ ცნობილი გახდა, რომ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ნოა სრულიად გამოჯანმრთელდა.

ლუსიანა ლოპიატოს ორსულობის შესახებ ცნობილი თებერვალში გახდა. წყვილს ორი ვაჟი, 5 წლის ნოა და 2 წლის ელიასი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები