იმის შესახებ, რომ მაიკლ ბუბლე და ლუისიანა ლოპილატო მშობლები მესამედ გახდებიან, ცნობილი წლის დასაწყისში გახდა, თუმცა ამ დრომდე ვარსკვლავები ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებდნენ.
Juno Awards-ზე კი, კანადელმა მუსიკოსმა ეს ამბავი ოფიციალურად დაადასტურა:
„თქვენ აავსეთ ჩემი ცხოვრება ბედნიერებით, სიყვარულითა და წარმატებით. 5 წლის წინ, როდესაც ეს ცერემონია პირველად მიმყავდა, ორსულად ვიყავი. უფრო სწორედ, ჩემი ცოლი იყო. მოკლედ, ჩვენ ერთად ველოდებოდით ჩვენს პირველ შვილს. და აი, ახლაც, ჩვენ ეს ისევ გავაკეთეთ და მალე მესამე შვილის მშობლები გახდებით! მიყვარხარ, ჩემო საყვარელო“, – განაცხადა მომღერალმა სცენიდან.
შეგახსენებთ, რომ წყვილს ვაჟიშვილები – 4 წლის ნოა და 2 წლის ელიასი ჰყავს. 2016 წელს, ნოას სიმისვნე დაუდგინეს, რომლის გამოც, ცნობილმა მშობლებმა რამდენიმე თვით უარი თქვეს კარიერაზე. 2017 წლის გაზაფხულზე კი ცნობილი გახდა, რომ ნოამ დაავადება დაამარცხა და მკურნალობამ შედეგი გამოიღო.