მაიკლ ბუბლესა და ლუისიანა ლოპიატოს ვაჟიშვილს, რომელსაც რამდენიმე თვის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ქიმიოთერაპიის კურსი უტარდება, რომელმაც სიმსივნის განვითარება უნდა შეაჩეროს. ამის შემდეგ 3 წლის ნოას მისი მოცილების ოპერაციას გაუკეთებენ. ოპრაციამდე ბავშვს ბიოფსიას ჩაუტარებენ, რომელიც გამოავლენს, რამდენად წარმატებულად ჩაიარა ქიმიოთერაპიამ, – აღნიშნული ინფორმაცია პრესას ლუისიანას დამ გაუზიარა.
შეგახსენებთ, რომ ბავშვის საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მისმა მშობლებმა შემოქმედებით საქმიანობაზე უარი თქვეს.