LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯექსონი საკუთარი მეგობრის 12 წლის ქალიშვილზე დაქორწინებას გეგმავდა

196

მაიკლ ჯექსონის ექიმის, კონრად მიურეის განცხადებით, პოპის მეფეს ემა უოტსონი უყვარდა, როდესაც გოგონა მხოლოდ 11 წლის იყო და ის პირველად ჰარი პოტერის შესახებ ფილმში ნახა. ექიმის თქმით, ჯექსონი მასზე დაქორწინებაზე ოცნებობდა. ინფორმაციას ბრიტანული ტაბლოიდი Mirror ავრცელებს, სადაც წერია, რომ ეს და სხვა მსგავსი სკანდალური ინფორმაცია მიურეის ახალ წიგნში შევა, რომელიც 19 ივლისს გამოვა.

მისივე განცხადებით, უოტსონი ერთადერთი ბავშვი არ ყოფილა, რომლის მიმართაც ჯექსონს გრძნობა ჰაქონდა. მას ასევე უყვარდა საკუთარი მეგობრის, მარკ ლესტერის ქალიშვილი, რომელსაც პირველად ყურადღება 5 წლის ასაკში მიაქცია. მიურეის თქმით, ჯექსონს გოგონაზე დაქორწინებაც სურდა, როდესაც ის 12 წლის გახდა და ეს საიდუმლო მას გაანდო, ამ უკანასკნელმა კი აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის კანონების გადახედვა ურჩია.

PAY-SUNDAYMIRROR-PROD-Mark-Lester-and-his-two-daughters-Harriet-L-and-Olivia-with-Michael-Jackson (1)
მაიკლ ჯექსონი, მარკ ლესტერი და მისი ქალიშვილები

 

შეგახსენებთ, რომ 1993 წელს ჯექსონს ბრალი 13 წლის ჯორდონ ჩენდლერთან ურთიერთობაში დასდეს, თუმცა სარჩელი გაუქმდა და დაზარალებულმა კომპენსაციის სახით 20 მილიონი დოლარი მიიღო.

2004 წელს პოპის მეფეს პედოფილიაში ბრალი კვლავ დასდეს, თუმცა 2005 წელს ეს საქმე ასევე დაიხურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები