LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მოლოდინში – ჯაფარ ჯექსონი მაიკლ ჯექსონის როლში – მორიგი ფოტოები გადასაღები მოედნიდან

161
page

როგორც ცნობილია, პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიულ ფილმზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო. ლეგენდარული არტისტის როლს მისი 27 წლის ძმისშვილი, ჯაფარ ჯექსონი ასრულებს.

გადასაღები მოედნიდან მორიგი ფოტოების სერია გავრცელდა, ამჯერად კადრებს ღია ცის ქვეშ იღებენ, ჯაფარს ბიძის საკულტო ვარცხნილობა აქვს და მას მართლაც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს.

აღსანიშნავია, რომ ანტუან ფუკუას მომავალი პროექტი, რომლის შექმნის პროცესში 50 წლის ასაკში გარდაცვლილი მუსიკოსის ოჯახიც ჩართულია, მუსიკის ისტორიაში პირველი, ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ეკრანული ბიოგრაფია იქნება. მაყურებელი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მომღერლის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ ახალ, საინტერესო დეტალებს შეიტყობს.

„მაიკლის” პრემიერა 2025-ის 18 აპრილს იგეგმება.

ჯაფარ ჯექსონი ბიძის საკულტო კოსტიუმში – ინტერნეტში ,,მაიკლის” პირველი კადრი გავრცელდა

ცნობისთვის, ის მაიკლის უფროსი ძმის, ჯერმეინის შვილია. ბიჭი მუსიკით ბავშვობიდანაა გატაცებული, 12 წლიდან მღერის და ცეკვავს. „იუთუბზე“ მისი არაერთი კლიპია გავრცელებული.

ბიძის ასლი – ახალი კადრები მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიულ ფილმის გადაღებებიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები