LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაფარ ჯექსონი ბიძის საკულტო კოსტიუმში – ინტერნეტში ,,მაიკლის” პირველი კადრი გავრცელდა

184
MJ

ინტერნეტში, მაიკლ ჯექსონის ბიოპიკის – Michael პირველი კადრი გავრცელდა.

ფოტო ცხადყოფს, რომ ,,პოპის მეფის” ძმისშვილი – ჯაფარი, ფილმში Dangerous World Tour-ის კონცერტების ერთ-ერთ საკულტო მომენტსაც გააცოცხლებს.

საქმე ისაა, რომ სურათზე, 27 წლის ახალბედა მსახიობს ის კოსტიუმი აცვია, რომლითაც ემჯეი სცენაზე სიმღერის – Man in the Mirror შესრულებისას გამოდიოდა.

აღსანიშნავია, რომ ანტუან ფუკუას მომავალი პროექტი, რომლის შექმნის პროცესში 50 წლის ასაკში გარდაცვლილი მუსიკოსის ოჯახიც ჩართულია, მუსიკის ისტორიაში პირველი, ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ეკრანული ბიოგრაფია იქნება. კინოსურათი მაყურებელს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მომღერლის ცხოვრებასა და კარიერას, მისი პერსპექტივიდან დაანახებს.

,,მაიკლის” პრემიერა 2025-ის 18 აპრილს იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები