LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯექსონის ბიოპიკის ახალი პოსტერები და საუნდტრეკის ალბომის სიმღერების სია გამოქვეყნდა

135
photo-collage.png (1)

24 აპრილს დიდ ეკრანებს მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიული ფილმი – Michael დაიკავებს.

ახლახან, ქსელში ბიოპიკის ახალი პოსტერები და საუნდტრეკის ალბომის ,,ტრეკლისტი” გამოქვეყნდა.

პოსტერებზე, ძირითადად გამოსახულია მაიკლის ძმისშვილი, ჯაფარი, რომელიც თავის ბიძას საკულტო სასცენო ფორმებში საოცრად ჰგავს.

ამასთან, პოსტერებზე ხაზგასმულია, რომ ფილმის პროდიუსერია გრემ კინგი, რომელმაც იმუშავა Bohemian Rhapsody-ზე, ხოლო რეჟისორი — ანტუან ფუკუა.

ცნობილი გახდა, რომ საუნდტრეკის ალბომი — Michael: Songs From the Motion Picture — 13 კომპოზიციას მოიცავს. ალბომში თავმოყრილია სიმღერები ჯექსონის კარიერის სხვადასხვა ეტაპიდან, დაწყებული The Jackson 5-ის პერიოდიდან, სოლო – Off the Wall, Thriller და Bad-ის ერამდე.

საუნდტრეკის ალბომი ფილმის პარალელურად, 24 აპრილს გამოვა.

სიმღერები ხელმისაწვდომი იქნება როგორც ციფრულ პლატფორმებზე, ასევე ფიზიკურ ფორმატებში: ვინილზე (LP), CD-სა და კასეტაზე.

აღსანიშნავია, რომ ფილმში სიმღერების ნაწილს მაიკლის ძმისშვილი, ჯაფარ ჯექსონი ასრულებს, თუმცა საუნდტრეკის ალბომი ძირითადად მაიკლის ორიგინალურ ჩანაწერებსა და ცოცხალ შესრულებებს ეფუძნება.

მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიული ფილმის პირველი ოფიციალური თრეილერი გამოქვეყნდა

შეგახსენებთ, რომ მაიკლ ჯექსონის ბიოპიკის პრემიერის თარიღი ორჯერ გადაიდო. თავდაპირველად ფილმი 2025 წლის 18 აპრილს უნდა გამოსულიყო. მოგვიანებით პრემიერა 2025 წლის 3 ოქტომბრისთვის გადაიტანეს. საბოლოოდ, Lionsgate-მა და Universal-მა თარიღი კიდევ ერთხელ შეცვალეს და 2026 წლის 24 აპრილი დათქვეს.

მაიკლ ჯექსონის ბიოპიკის პრემიერის თარიღი ისევ გადაიდო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები