LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯექსონის ბიოპიკის პრემიერის თარიღი მესამედ გადაიდო

148
photo-collage.png (45)

მაიკლ ჯექსონის ბიოპიკი – Michael, რომლის პრემიერა 3 ოქტომბერს იყო ჩანიშნული, გადაიდო. ახალი თარიღით, ,,პოპის მეფის” შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი ეკრანებზე, 2026 წლის 24 აპრილს გამოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ყველა დროის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი მუსიკალური პროექტის მსოფლიო კინოგაქირავებაში ჩაშვება მიმდინარე წლის 18 აპრილს იგეგმებოდა.

ამჟამად, პრემიერის თარიღის ცვლილების მიზეზად, მასალის ხელახლა დამუშავება დასახელდა. აქამდე, ცვლილების მიზეზი დაჯილდოებების სეზონზე ფილმის წარმატების შანსების ზრდა იყო, ვინაიდან არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ,,მაიკლი” გავლენიანი დაჯილდოებების ნომინანტი გახდეს. ამასთან, კულუარებში ჯექსონის შესახებ მეორე ფილმის გადაღებაზე საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ მაიკლ ჯექსონის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ გადაღებული კინოსურათის ბიუჯეტი, 155 მილიონი დოლარია. მასში 50 წლის ასაკში გარდაცვლილ ლეგენდარული არტისტს მისი ძმისშვილი, 28 წლის ჯაფარი განასახიერებს.

ბრიუს სპრინგსტინის ბიოპიკი დაჯილდოებების სეზონზე მაიკლ ჯექსონზე გადაღებული ფილმის კონკურენტი იქნება – იხილეთ თრეილერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები