მულტიპლიკაციური სერიალის „სიმფსონების“ შემქმნელებმა გადაწყვიტეს, რომ 1991 წელს გადაღებული ეპიზოდიდან მაიკლ ჯექსონის ხმა ამოიღონ. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამის გარდა, ამოიღებენ ყველა გასაყიდ დისკს, სადაც აღნიშნული სერიაა ჩაწერილი. ამის მიზეზი სატელევიზიო ქსელ HBO-ს მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი გახდა, რომელშიც ორმა მამაკაცმა მომღერალი პედოფილიაში დაადანაშაულა.
ორნაწილიან დოკუმენტურ ფილმში სახელწოდებით „ნევერლენდის დატოვებისას“ უეიდ რობინსონი და ჯეიმს სეიფჩაკი აცხადებენ, რომ ისინი შვიდი და ათი წლის ასაკში მაიკ ჯექსონის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ.
პოპის მეფე მაიკლ ჯექსონი ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში მის სიცოცხლეშივე, 1993 და 2003 წლებშიც დაადანაშაულეს. 2005 წელს სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო.