LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯექსონის მილიონერი შვილი დამოუკიდებლობით ტკბება

543

პერიზ ჯექსონი გასულ თვეს 18 წლის გახდა და თავისუფლებით და დამოუკიდებლობით ტკბება. მაიკლ ჯექსონის ქალიშვილმა ენაზე პირსინგი გაიკეთა, სხეულზე კი უკვე უამრავი ტატუ აქვს. ჯექსონებთან დაახლოებული პირი ამბობს, რომ ოჯახი გოგონას გამო ძალიან ნერვიულობს.

პერიზი ბოლო დღეების განმავლობაში „ინსტაგრამზე“ თაყვანისმცემლებს უამრავ ფოტოს უზიარებს. მათ შორისაა ახალი პირსინგის სურათიც. ოჯახი შიშობს, რომ პერისმა საკუთარი თავის კონტროლი დაკარგა.

გოგონა კი თავს არაჩვეულებრივად გრძნობს. 19 წლის კოლეჯის სტუდენტთან, ჩესტერ კესტელოუსთან დაშორების შემდეგ ახალგაზრდა მილიონერი 26 წლის როკერს, მაიკლ სნოდის ხვდება, რომელსაც სოციალურ ქსელებში გაკეთებული განცხადებების გამო რასიზმში ადანაშაულებენ.

„პერიზი მისი ოჯახის რელიგიური შეხედულებების წინააღმდეგ იქცევა, ოჯახს მისი ტატუები და პირსინგები შოკში აგდებს და დარწმუნებულები არიან, რომ გოგონას ქმედებები მისი ახალი მეგობარი ბიჭისა და სამეგობრო წრის გავლენაა,“ – ამბობს ოჯახთან დაახლოებული წყარო.

Paris-Jackson-Tongue-Ring-Tattoos-01

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g