LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯექსონის მშობლები შვილიშვილს დაუპირისპირდნენ – გოგონა ეწევა და ტატუებს იკეთებს

93

მაიკლ ჯექსონის შვილი პერიზი 17 წლის არის, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მისთვის უცხო არ არის.

გამოცემა RadarOnline წერს, რომ გოგონას ძალიან დაეძაბა ურთიერთობა ბებიასთან, 85 წლის კეტრინთან და ბაბუასთან, 87 წლის ჯოსთან მას შემდეგ, რაც მამის მშობლებმა ნახეს პერიზის ფოტო, სადაც გოგონა სიგარეტითა და ტატუთი ჩანს. გამოცემის ინფორმაციით, ოჯახი სასტიკი წინააღმდეგია, რომ გოგონა სიგარეტს ეწეოდეს, ანდა – ტატუ ჰქონდეს.

პერიზი მამის მშობლებთან და და-ძმასთან, 18 წლის პრინსთან და 13 წლის ბლენქეთთან საცხოვრებლად 2013 წელს გადავიდა, მას შემდეგ, რაც თვითმკვლელობა სცადა და სარეაბილიტაციო კურსი გაიარა.

პერიზ ჯექსონმა გასულ კვირას „ინსტაგრამზე“ დაწერა, რომ ანონიმ ალკოჰოლიკთა შეხვედრებს ესწრება.

ახლა კი, წყაროს ინფორმაციით, გოგონა მუდმივად ჩხუბობს ბებიასთან და ბაბუასთან. კეტრინსა და ჯოს ძალიან აშინებთ ანონიმურ ალკოჰოლიკთა შეხვედრები, რადგან ისინი „ძველმოდურები“ არიან.

ამასთან, სასამართლოს დადგენილებით პერიზი კეტრინის მეურვეობის ქვეშ არის, სანამ 18 წელი არ შეუსრულდება. გოგონა მოითხოვს, რომ დაბადების დღეს არ დაელოდონ და ბებიამ „ტყვეობიდან“ 2 აპრილამდე „გაათავისუფლოს“, რაზეც მან უარი მიიღო.

„პერიზს ძალიან უნდა, რომ ბებიამ დედასთან, დები როუსთან გადასვლის ნება მისცეს,“ – ამბობს ტაბლოიდის წყარო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები