პერიზ ჯექსონი უკვე 18 წლის მილიონერია. მაიკლ ჯექსონის ქალიშვილმა სრულწლოვან ასაკს მიაღწია და მამის ანდერძის თანახმად, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი მიიღო. ახლა მას შეუძლია, ლოს-ანჯელესი დატოვოს და საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდეს.
მაიკლ ჯექსონის გარდაცვალება პერიზის გარდატეხის ასაკს დაემთხვა. გოგონასთვის ძალიან რთული იყო, ხშირ შემთხვევაში, ემოციების მართვა, მამის მშობლებისა და ნათესავების ზრუნვას კი იგი წყობილებიდან გამოჰყავს. პოპ-მუსიკის მეფის ქალიშვილი პრობლემების დაძლევას ალკოჰოლითაც კი შეეცადა, პერისი მოუთმენლად ელოდა, გამხდარიყო სრულწლოვანი, რომ ბებიისა და ბაბუისგან თავი დაეხსნა.
საკუთარი მეთვრამეტე დაბადების დღეზე კი, პერისმა გადაწყვიტა, არ დაეპატიჟებინა არცერთი ნათესავი. ეს დღე ჯექსონმა მეგობარ ბიჭთან, მაიკლ სნოდისთან ერთად გაატარა.